თბილისში, უჯარმის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც ცნობილია, მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.