თბილისში, უჯარმის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

17:13, 31.05.2020

თბილისში, უჯარმის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც ცნობილია, მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

მსგავსი