თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო მარში იმართება
თბილისში საპროტესტო მარში იმართება, რომლის მონაწილეებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.
მარში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ორგანიზებით იმართება.
თავდაპირველად მარშის მონაწილეები მეტროსადგურ „300 არაგველთან“, მარჯანიშვილის მოედანზე, რესპუბლიკის მოედანსა და „ექსპო ჯორჯიასთან“ შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან.
მარშში მონაწილებენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები. მარშის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს არ გაიწვევს.