მამუკა მდინარაძე – ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს, არჩევნები ერთი კვირით ადრე წააგეს

23:23, 20.10.2024

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე დღევანდელ მარშს და თავისუფლების მოედანზე გამართულ აქცია-კონცერტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – ვინ ექაჩებოდათ, ჩაეტარებინათ რუსთაველზე, ცოტა მეტს გამოაჩენდნენ.

არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს. ასეთი ჯერ არ უქნია არავის“, – წერს მამუკა მდინარაძე.

მსგავსი