მამუკა მდინარაძე - ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს, არჩევნები ერთი კვირით ადრე წააგეს
მამუკა მდინარაძე - ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს, არჩევნები ერთი კვირით ადრე წააგეს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე დღევანდელ მარშს და თავისუფლების მოედანზე გამართულ აქცია-კონცერტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – ვინ ექაჩებოდათ, ჩაეტარებინათ რუსთაველზე, ცოტა მეტს გამოაჩენდნენ.

არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს. ასეთი ჯერ არ უქნია არავის“, – წერს მამუკა მდინარაძე.