თბილისში უამინდობის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა, დაზიანდა ავტომობილები
უამინდობამ თბილისში პრობლემები შექმნა.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მათთან რამდენიმე შეტყობინება ძირითადად დიდუბე-ჩუღურეთისა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონებიდან შევიდა და ძირითადად შეტყობინებები ეხებოდა ხეების წაქცევას, ქუჩების დატბორვას.
ასევე უწყების ინფორმაციით, დაზიანდა რამდენიმე ავტომობილიც.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძახებებზე გასულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.