თბილისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე ხე წაიქცა
თბილისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე ხე წაიქცა

თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში უამინდობის შედეგად ხე წაიქცა.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ლადო ასათიანის N38-ში ხის წაქცევის გამო ჩახერგილი იყო გზის სავალი ნაწილი.

„ადგილზე მობილიზებულია ერთი სამაშველო ეკიპაჟი. მაშველებმა მოტეხილი ხე დაჭრეს და დაამუშავეს.

გზის სავალი ნაწილი ამ დროისთვის თავისუფალია“,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

თბილისში რამდენიმე საათია ამინდი გაუარესდა, დაისეტყვა რამდენიმე უბანი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 17-18 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელ-ჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა, ქარის დროებითი გაძლიერება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა დროულად მოხდეს ყველა შემთხვევაზე რეაგირება.