თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებული ლუკა ჩხეტიას ოჯახს ბრალდების არ სჯერა და მის გათავისუფლებას ითხოვს
თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში სპეცოპერაციის დროს დაკავებული ლუკა ჩხეტიას ოჯახს არ სჯერა ბრალდების და ჩხეტიას უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას მოითხოვს.
როგორც პირველ არხთან საუბრისას ლუკა ჩხეტიას და აცხადებს, მისი ძმის დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
„რა მოხდა საერთოდ, აზრზე არ ვარ. ჩემი დასკვნა არის ის, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. წინასაარჩევნოდ სოციალურ ქსელში იყო საკმაოდ აქტიური, აქვეყნებდა ისეთ პოსტებს, რომლებიც მიუღებელი იყო ხელისუფლებისთვის. ეს არის ის, რისიც მეშინოდა, სულ ვეუბნებოდი, რომ ჩამოხვალ შეიძლება, პრობლემები შეგექმნას. ზუსტად ისე მოხდა, როგორც ვფიქრობდი. ანუ, ჩაუდეს იარაღი. დარწმუნებული ვართ ამაში და აბრალებენ ახლა რაღაც აბსურდს, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია“,- განაცხადა ლუკა ჩხეტიას დამ.
ლუკა ჩხეტიას ოჯახი მის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ჩხეტიას ოჯახი აცხადებს, ხვალიდან ლუკა ჩხეტიას მამა სარალიძისა და მაჩალიკაშვილის აქციას შეუერთდება.
ისინი არ გამორიცხავენ, რომ ლუკა ჩხეტიას კიდევ სხვა ბრალი წაუყენონ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე დაკავებულია უკრაინის შვიდი მოქალაქე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.