შსს – თბილისში უკრაინის შვიდი მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღის და ფეთქებადი ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს

14:18, 02.12.2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის შვიდი მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ პირველ არხს უწყებიდან აცნობეს.

„თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე დაკავებულია უკრაინის შვიდი მოქალაქე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი