თბილისში, სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
სომხეთის საელჩოსთან შეკრებილები ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებენ და სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენოს.
აქციის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ერევანში მიმდინარე პროცესები ქვეყანაში დემოკრატიის დამყარების წინაპირობა იქნება.