სერჟ სარგსიანი ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს
სერჟ სარგსიანი ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს

შეშფოთებული ვარ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით. აღუდგენელი დანაკარგების თავიდან ასარიდებლად, მოვუწოდებ სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატს, ნიკოლა ფაშინიანს წამოვიდეს პოლიტიკურ დიალოგზე და მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

სერჟ სარგსიანი დარწმუნებულია, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას შეუძლია მსგავსი დიალოგის ფორმირებას ხელი შეუწყოს.

„მშვიდობიანი აქციებისა და მსვლელობების მოწყობა ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა. მთავრობა ყოველთვის პატივს სცემდა აღნიშნულ უფლებას და აგრძელებს მის პატივისცემას. სამწუხაროდ, სამოქალაქო აქციები კანონით დაშვებულ ნორმებს ასცდა და უადგილო და ანარქისტული მიმართულება მიიღო, რაზეც სამართალდამცველთა არაერთი განცხადება მეტყველებს.

ყველა ეს მოვლენა, თავისი არაპროგნოზირებადი შედეგებით, საფრთხის ქვეშ აყენებს სამოქალაქო წესრიგს და აყენებს სომხური საზოგადოების რთულ და ნაზ ჰარმონიას. ყველა ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაში, მათ გარდა ცხოვრობენ, სწავლობენ, მუშაობენ და ისვენებენ სომხეთის მათზე არანაკლებ ამაყი მოქალაქეები. ჩვენი საზოგადოების ჰარმონია უნდა ეფუძნებოდეს სოლიდარობასა და მოთმინებას.

მე ღრმად ვარ შეშფოთებული ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით. აღუდგენელი დანაკარგების თავიდან ასარიდებლად, მოვუწოდებ სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატს, ნიკოლა ფაშინიანს წამოვიდეს პოლიტიკურ დიალოგზე და მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს. ეს დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი დიალოგის ფორმირებას, ყველა პოლიტიკურს ძალას შეუძლია შეუწყოს ხელი“,- განაცხადა სარგსიანმა.

მეცხრე დღეა ერევანში ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით, საპროტესტო გამოსვლები იმართება.