საბურთალოზე, შარტავას ქუჩაზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია ქურდობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით.
როგორც პირველ არხთან განმარტავენ, დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.