თბილისში, შარტავას ქუჩაზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს

18:11, 02.08.2018

საბურთალოზე, შარტავას ქუჩაზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია ქურდობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით.

როგორც პირველ არხთან განმარტავენ, დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მსგავსი