თბილისში საპროტესტო მსვლელობა იმართება. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე და დედაენის ბაღში შეიკრიბნენ.
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნაა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებულები.
მათივე თქმით, მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დასრულდება.