თბილისში საფეხმავლო ხიდების დემონტაჟზე ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 384 ათასი ლარია.
დაინტერესებული კომპანიების განაცხადების მიღება 9-დან 14 მარტამდე იწარმოებს, სამუშაო კი გამარჯვებულმა კომპანიამ ეტაპობრივად, 2019 წლის 25 დეკემბრამდე უნდა შეასრულოს.
30 იანვარს თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში არსებული 38 საფეხმავლო ხიდიდან 19-ის დემონტაჟი განხორციელდება და მათ ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოწყობა იგეგმება.