თბილისში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მიმდინარეობს
თბილისში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მიმდინარეობს

თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ მე–20 საიუბილეო, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა – Caucasus Tourism Fair-CTF’18 გაიხსნა.

გამოფენაში შვიდი ქვეყნიდან 100-მდე მონაწილეა წარმოდგენილი. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ერთ სივრცეში გაეცნოს საერთაშორისო, ადგილობრივი და რეგიონული ტურისტული კომპანიების, ავია და სატრანსპორტო სააგენტოების, საკონსულტაციო კომპანიების შეთავაზებებსა და სერვისებს.

გამოფენის მიზანია საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში ტურიზმის განვითარების, ასევე, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, შიდა ტურისტული მიმართულებების და პროდუქტების პოპულარიზაცია.

გამოფენა 14 აპრილამდე გაგრძელდება.