თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლი „მაკდონალდსთან“ საცხოვრებელი სახლის სახურავსა და მანსარდს გაუჩნდა. ადგილზე მუშაობს რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 40 მეხანძრე-მაშველი.
ადგილზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.