თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხანძარია

15:40, 05.12.2017

რუსთაველზე „მაკდონალდსთან“ ხანძარია. როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში განუცხადეს, პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია საცხოვრებელი სახლის სახურავსა და მანსარდს.

ადგილზე რვა სახანძრო ჯგუფი და 40 მეხანძრე მაშველი მუშაობს.

ხანძრის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.

მსგავსი