თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძარი იყო თბილისში, რუსთაველის გამზირზე. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე გაჩნდა. შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ორივე მათგანმა ხანძრის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო, ისინი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

„შემოვიდა ორი დაშავებული, ორივე მანდილოსანი, 25 წლის. ერთ მათგანს აღენიშნება დამწვრობა და დამწვრობასთან ერთად, ნამწვით ინტოქსოკაცია. ის არის მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. მეორე მათგანი მოთავსებულია ემერჯენსის განყოფილებაში. უტარდება კვლევები. მას აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება და ნამწვით ინტოქსიკაცია. მდგომარეობა ორივე დაშავებულის არის სტაბილური“,- განაცხადა ქაშიბაძემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.