თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს, რომელიც საავტომობილო მოძრაობას კვეთდა, ავტომანქანა დაეჯახა.
დაშავებული ავარიის დროს მიღებული დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.