თბილისში ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა

22:44, 29.08.2018

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს, რომელიც საავტომობილო მოძრაობას კვეთდა, ავტომანქანა დაეჯახა.

დაშავებული ავარიის დროს მიღებული დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

მსგავსი