თბილისში, ორბელიანის მოედანზე Tbilisi piano fest-ის გახსნის ღონისძიება იმართება.
ღონისძიება თბილისის მერიისა და განათლების სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. პირველი საფორტეპიანო ფესტივალი 7 სექტემბრამდე გაგრძელდება და მას მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე უმასპინძლებს.
კონცერტს ცნობილი დირიჟორი კრისტიან იარვი უძღვება, სოლისტი კი დუდანა მაზმანიშვილია, რომელიც „ჯორჯიან სინფონიეტასთან“ ერთად ბახის, ყანჩელისა და კრისტიან იარვის ნაწარმოებებს შეასრულებს.