თბილისში, ე.წ. ნავთლუღის ბაზართან სავაჭრო ჯიხური იწვის
თბილისში, ე.წ. ნავთლუღის ბაზართან, სავაჭრო ჯიხური იწვის. როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი დაახლოებით 50კვ.მ-ზე გავრცელდა.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხუთი ჯგუფია მობილიზებული.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.