ე.წ. ნავთლუღის ბაზართან, სავაჭრო ჯიხურში ხანძარი ლიკვიდირებულია

02:31, 26.04.2019

თბილისი, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ, სავაჭრო ჯიხურში ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა 50მ2-მდე ფართობი.

მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე აღკვეთეს. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა მეხანძრე-მაშველთა ხუთი ჯგუფი – 25 მეხანძრე მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

მსგავსი