ე.წ. ნავთლუღის ბაზართან, სავაჭრო ჯიხურში ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისი, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ, სავაჭრო ჯიხურში ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა 50მ2-მდე ფართობი.
„მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე აღკვეთეს. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა მეხანძრე-მაშველთა ხუთი ჯგუფი – 25 მეხანძრე მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.