თბილისში ნანა ჯორჯაძის პირველი დოკუმენტური ფილმის „ღვინის ნულოვანი მერიდიანის“ პრემიერა გაიმართა
თბილისში ნანა ჯორჯაძის პირველი დოკუმენტური ფილმის „ღვინის ნულოვანი მერიდიანის“ პრემიერა გაიმართა

თბილისში კინორეჟისორ ნანა ჯორჯაძის პირველი დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. ფილმი სახელწოდებით „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ რეჟისორმა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ინიციატივით გადაიღო. ფილმი რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია.

ქართული ფილმის „ღვინის ნულოვანი მერიდიანის“ საერთაშორისო საპრემიერო ჩვენებები უკვე გაიმართა დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფილმი ქართული ღვინის წარმოების 8 000-წლიან უწყვეტ ისტორიას ეხება და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ვაზისა და ღვინის სამშობლოს. იგი მოგვითხრობს ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურაზე, მსოფლიოს წამყვან ღვინის ქვეყნებზე, ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებსა და მის ნაირსახეობებზე. ფილმი გვაცნობს საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის მთავარ რეგიონებს, წამყვან ჯიშებს, მარნებსა და მეღვინეებს.