კახა კალაძემ გურანდა გაბუნიას, ნანა ჯორჯაძეს, რადიშ თორდიასა და გივი შახნაზარს იუბილე მიულოცა
კახა კალაძემ გურანდა გაბუნიას, ნანა ჯორჯაძეს, რადიშ თორდიასა და გივი შახნაზარს იუბილე მიულოცა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე ხელოვანს იუბილე მიულოცა და კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელებით დააჯილდოვა.

მერმა იუბილე მსახიობ გურანდა გაბუნიას, კინორეჟისორ ნანა ჯორჯაძეს, მხატვარ რადიშ თორდიასა  და მწერალ გივი შახნაზარს დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიულოცა.

„ჩვენ გვყავს იუბილარები. რამდენიმე დღის წინ პატივსაცემ ადამიანებს ჰქონდათ იუბილე. ქალბატონ გურანდა გაბუნიას, ქალბატონ ნანა ჯორჯაძეს, ბატონ რადიშ თორდიას და ბატონ გივი შახნაზარს მინდა, მივულოცო დიდი სიყვარულით. პირველ რიგში, ჯანმრთელობა ვუსურვო, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების არსებობა, რომლებსაც გარკვეული წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში. მინდა, მათ სიგელები გადავცეთ კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ვუსურვოთ ჯანმრთელობა“, – განაცხადა თბილისის მერმა.