თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სადისტრიბუციო მიკროავტობუსი დაიწვა
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სადისტრიბუციო მიკროავტობუსი დაიწვა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი ლიკვიდრებულია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ჯგუფი იყო მობილიზებული.