თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარიისას სამი ადამიანი დაშავდა [ფოტო]
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარიისას სამი ადამიანი დაშავდა. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა შეეჯახა.
დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.