თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარიისას სამი ადამიანი დაშავდა [ფოტო]

11:28, 18.06.2018

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარიისას სამი ადამიანი დაშავდა. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

მსგავსი