თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე ერთ-ერთი მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ამავე მშენებლობაზე დასაქმებული პირი იყო და ობიექტზე საკუთარი სამშენებლო იარაღების წასაღებად იყო მისული.
მომხდარ ფაქტს შს სამინისტრო სსკ-ის 240 მუხლით იძიებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.