თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან გამომდინარე, ფესტივალის, „ღვინის დღეები საქართველოში“ დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო
თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან გამომდინარე, ფესტივალის, „ღვინის დღეები საქართველოში“ დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო

თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფესტივალის „ღვინის დღეები საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო.

„ვიზიარებთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას“, – აღნიშნულია ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლი კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.