თბილისში მიმდინარე ფორუმში ქუვეითის პრინცესა და ნიგერიის დედოფალი მონაწილეობენ
თბილისში რიგით მეორე გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი იმართება. კონფერენციის თემაა „ბიზნესმდგრადობა – 21-ე საუკუნის მთავარი ბიზნესღირებულება“. ამ საკითხზე 15-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული დელეგატები მსჯელობენ. მათ შორის არიან ქუვეითის პრინცესა, არაბ საქმიან ქალთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხა ჰესა საად აბდულაჰ ალ-საბაჰი და ნიგერიის დედოფალი, არაბეთისა და აფრიკის ეკონომიკური განვითარების ინიციატივის დამფუძნებელი ზაინაბ ოტიტი ობანორი.
ფორუმი საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქმიან ქალთა გაერთიანების ორგანიზებით იმართება. ღონისძიებაზე დღეს სიტყვით გამოვიდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე.