თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე დღეს დიასპორებთან ურთიერთობის საკითხებზე იმსჯელებენ
თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე დღეს დიასპორებთან ურთიერთობის საკითხებზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუამ განუცხადა.
„დღეს გრძელდება ჩვენი ელჩების კონფერენცია. მესამე დღეა. დღეს შევუდგებით მსჯელობას ჩვენს დიასპორებთან ურთიერთობაში რა ღონისძიებები გვაქვს გასატარებელი 2019 წლის განმავლობაში, ასევე მოხდება ყველა იმ ღონისძიების, ყველა იმ განხორციელებული პროექტის შეთანხმება და გაანალიზება, რომლებიც 2018 წელს განხორციელდა“, – აღნიშნა მიხეილ ნინუამ.
მისივე თქმით, ახალ კონსტიტუციაში გაჩნდა ახალი ჩანაწერი დიასპორებთან დაკავშირებით.
„აღნიშნული ჩანაწერი ზრდის სახელმწიფოს ვალდებულებას, უფრო მჭიდრო კავშირი დაამყაროს ჩვენ დიასპორულ ორგანიზაციებთან, დიასპორის წარმომადგენელთან, თოთოეულ მათ წევრთან და მათი ჩართულიბა ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში მაქსიმალურად უნდა გაზარდოს“, – განაცხადა მიხეილ ნინუამ.
თბილისში „ელჩების კონფერენცია 2019“ 18 დეკემბერს გაიხსნა და 21 დეკემბერს დასრულდება.