თბილისში, ჟვანიას მოედანზე ცენტრალური მილი გასკდა, დაიტბორა სარდაფები, დაზიანდა ავტომანქანები [ვიდეო]
თბილისში, ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილისა და ონიაშვილის ქუჩის კვეთაზე ცენტრალური მაგისტრალური მილი დაზიანდა.
ადგილზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღდგენით სამუშაოებს ატარებს. ხდება წყლის ამოტუმბვა, გადაიკეტა წყალი.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, წუხელ ღამით აფეთქების ხმა გაიგეს, რასაც წყლის დიდი ნაკადის მოვარდნა მოყვა.
დაზიანდა ქუჩაზე მდგარი ორი ავტომობილი. წყალმა საცხოვრებელი კორპუსის სარდაფები დატბორა.
შემთხვევის ადგილზე 10 სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
როგორც GWP-ში აცხადებენ, მოსახლეობას წყლის მიწოდება 18:00 საათზე აღუდგება.
ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.