თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე „ჰარდ როკ კაფე“ გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან, რომლებმაც გარკვეული რაოდენობის თანხა წაიღეს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაზიანებულია „ჰარდ როკ კაფეს“ შესასვლელი კარი.
1tv.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.