თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე „ჰარდ როკ კაფე“ გაქურდეს

12:28, 12.01.2019

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე „ჰარდ როკ კაფე“ გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან, რომლებმაც გარკვეული რაოდენობის თანხა წაიღეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაზიანებულია „ჰარდ როკ კაფეს“ შესასვლელი კარი.

1tv.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

მსგავსი