თბილისში, მაშველებმა მტკვრიდან შუახნის ქალი ამოიყვანეს
თბილისში, მაშველებმა მტკვრიდან შუახნის ქალი ამოიყვანეს

თბილისში, გალაკტიონის ხიდთან, მაშველებმა მტკვრიდან შუახნის ქალი ამოიყვანეს, – ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ქალს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია და შემდგომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.