თბილისში მსვლელობა ლოზუნგით „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“ მიმდინარეობს
თბილისში მსვლელობა ლოზუნგით „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“ მიმდინარეობს

თბილისში მსვლელობა ლოზუნგით „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“ მიმდინარეობს.

ფილარმონიასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირის გავლით ვაკის პარკისკენ მიემართებიან.

მსვლელობის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ეწინააღმდეგებიან.

ამასთან, როგორც მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, დღევანდელი მსვლელობა სიმბოლურია, როდესაც ქვეყანა აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს და აცხადებენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.

მსვლელობაში ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.