თბილისში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
თბილისში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

თბილისში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაზარალებულთაგან ერთი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე შედარებით მძიმედ არის დაშავებული და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ერთ-ერთი დაზარალებულის, საუდის არაბეთის მოქალაქის თქმით, თავდამსხმელები ოთხნი იყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მას ქვაც ესროლა.

დაზარალებული, საუდის არაბეთის მოქალაქე ყვება, რომ საქართველოში უკვე ერთი წელია ცხოვრობს, მისი მეგობარი, ამერიკის მოქალაქე კი ექვსი წელია.

ინციდენტის თვითმხილველის, ნენე დალაქიშვილის თქმით, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს, ინციდენტს შეესწრო და ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

„დავინახე ჩხუბი. ორი უცხოელი იყო. დანარჩენები ქართველები იყვნენ. ჩხუბის მიზეზი არ ვიცი. ორი სერია ვნახე ამ ჩხუბის. ერთი იყო, რომ თითქოს დაიშალნენ და მაგ დროს დავრეკე პირველად პატრულში. მეორე, თითქოს რომ დაიშალნენ, ერთ-ერთმა, სავარაუდოდ ნასვამმა უცხოელმა ქვა ესროლა, ვისაც ეჩხუბებოდა. გაგრძელდა ჩხუბი. ეს მოხდა ყოფილი შავი ზღვის ქუჩაზე. ამ კაცს, უცხოელს, ქართველები სასტიკად ურტყამდნენ“, – განაცხადა ნენე დალაქიშვილმა.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.