თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს, დაჭრილია სამი პირი
თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს, დაჭრილია სამი პირი. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
როგორც უწყებაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ამასთან, შსს-ს ცნობით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით საქმეზე ერთი პირია დაკავებული. ამ ნაწილში გამოძიება 336-ე მუხლით დაიწყო.