თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს, დაჭრილია სამი პირი

14:10, 23.05.2021

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს, დაჭრილია სამი პირი. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც უწყებაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ამასთან, შსს-ს ცნობით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით საქმეზე ერთი პირია დაკავებული. ამ ნაწილში გამოძიება 336-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი