თბილისში კონფერენცია სახელწოდებით „მწვანე, ინკლუზიური და ზრდის ფინანსები“ იმართება
თბილისში კონფერენცია სახელწოდებით „მწვანე, ინკლუზიური და ზრდის ფინანსები“ იმართება

თბილისში კონფერენცია სახელწოდებით „მწვანე, ინკლუზიური და ზრდის ფინანსები“ იმართება. კონფერენციაზე მსჯელობენ ფინანსური ზრდის, ინოვაციისა და მწვანე ფინანსების ხელშეწყობის გზებზე, ასევე განიხილავენ მცირედ მხარდაჭერილი ეკონომიკის სეგმენტისთვის კრედიტის გაცემის გაზრდის სტრატეგიებს და ფინანსური სექტორის როლს არსებული შეზღუდვების დაძლევაში.

ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა.

როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ევროპული საინევსტიციო ბანკი არის ევროკავშირის ბანკი, რომელიც წარმოდგენილია საქართველოში.

„დღევანდელი ღონისძიება ფოკუსირებულია სქართველოს ეკონომიკის „გამწვანებაზე“, ინკლუზიურ ზრდასა და, ასევე, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესსზე. მახარებს, რომ ჩვენ გვაქვს გუნდური ევროპული მიდგომა, ისე, რომ ევროკავშირის არქიტექტურის სხვადასხვა ნაწილი, სხვადასხვა დაინტერესებული მხარე წარმოდგენილია ამ კონფერენციაზე, მათ შორის არის ევროპული საინვესტიციო ბანკი, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. განსაკუთრებით ფოკუსირებული ვართ გარემოსთვის ხელსაყრელსა და სასარგებლო ტექნოლოგიებზე, ინკლუზიურ ზრდაზე, რაც გულისხმობს სხვაობის აღმოფხვრას დიდ ქალაქებსა და სოფლად მდებარე დასახლებებს შორის, ასევე ფოკუსირებული ვართ მცირ და საშუალო ზომის საწარმოებზე, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ეკონომიკის ხერხემალს. მთელი იდეა მდგომარეობას იმაში, რომ საქართველოს დავეხმაროთ სწრაფად განვითარებასა და ევროკავშირთან დაახლოებაში, რათა მომავალი გაწევრიანება მოხდეს რაც შეიძლება დაუბრკოლებლად“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.