თბილისში, თემქაზე კლინიკა „ჯერარსი“ გაიხსნა. კლინიკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.
როგორც კლინიკაში განმარტეს, შენობა დაპროექტებულია გამოცდილი ქართველი სპეციალისტებისა და ისრაელიდან მოწვეული ექსპერტების მიერ. აშენებულია 12 000 კვ.მ. ფართობზე და დაგეგმარებულია უსაფრთხოების, ეკოლოგიის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.
სამედიცინო სივრცეში ორგანიზაციული პროცესები მოიცავს ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო, წყლის ფილტრაციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის უახლესი სისტემების უწყვეტ მონიტორინგს.
კლინიკაში განთავსებულია 10 საოპერაციო, კათეტერიზაციის ორი ლაბორატორია და 208 საწოლი. კლინიკის დირექტორია მამუკა ქაცარავა.