ექიმის ინფორმაციით, თემქაზე დაჭრილი სამართალდამცველის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ექიმის ინფორმაციით, თემქაზე დაჭრილი სამართალდამცველის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

თბილისში, თემქაზე დაჭრილი სამართალდამცველის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, – ამის შესახებ კლინიკა „ჯერარსის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმმა ანესთეზიოლოგ- რეანიმატოლოგმა, კონსტანტინე მუმლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება.

„პაციენტი შემთხვევის ადგილიდან შემოყვანილია „112“-ის მიერ 17:27 საათზე. შემოსვლისას აღენიშნებოდა მარცხენა მტევნის მეოთხე-მეხუთე თითებს შორის ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქტიური არტერიული სისხლდენით. ამჟამად პაციენტი იმყოფება საოპერაციოში და უტარდება ოპერაციული მკურნალობა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, – განაცხადა ექიმმა.

შსს-ს ინფორმაციით, თემქაზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებული პატრულ-ინსპექტორი შეტყობინების ინიციატორის მეუღლემ დაჭრა, რის შემდეგაც კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადახტა და გარდაიცვალა.