სროლა იყო თბილისში, კიევის ქუჩაზე.
არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად, დაჭრილია ერთი პირი. დაპირისპირების მიზეზი ჯერ უცნობია.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანანო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.