თბილისში, კიევის ქუჩაზე სროლა იყო, დაჭრილია ერთი პირი

23:35, 03.08.2023

სროლა იყო თბილისში, კიევის ქუჩაზე.

არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად, დაჭრილია ერთი პირი. დაპირისპირების მიზეზი ჯერ უცნობია.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანანო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.

მსგავსი