თბილისში, კიევის ქუჩაზე ხანძრის დროს ერთმა მოქალაქემ მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო
თბილისში, კიევის ქუჩაზე ხანძრის დროს ეგვიპტის მოქალაქემ, ალა ამრუ ხაირიმ, მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო, ამის შესახებ პირველ არხს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
„მამაკაცმა დამწვრობა მიიღო ცეცხლის ალით, 5%-მდე მეორე – მესამე ხარისხის, ასევე, სავარაუდოდ, შეიძლება იყოს სასუნთქი გზების თერმულ- ინჰალაციური დაზიანება, ამის გამო პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში და იქ უტარდება შესაბამისი მკურნალობა და ინტენსიური თერაპია, რაც საჭიროა. რამდენად მძიმეა დაზიანება, ეს გამოჩნდება მკურნალობის პერიოდში, რადგან რეანიმაციაში მოხვდა, პაციენტი ითვლება მძიმედ და უტარდება შესაბამისი მკურნალობაც, დამწვრობა აქვს მიღებული მტევნებისა და ტერფების არეში“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
თბილისში, კიევის ქუჩაზე ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებლის სახურავსა და მეორე სართულს მოეკიდა, შედეგად დაიწვა 200 კვადრატული მეტი ფართობი.