თბილისში, კიევის ქუჩაზე ხანძრის დროს  200 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა [ფოტო]
თბილისში, კიევის ქუჩაზე ხანძრის დროს 200 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა [ფოტო]

თბილისში, კიევის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ყირიმელმა განუცხადა.

მისი თქმით, ხანძრის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

„ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია. ადგილზე მთლიანობაში მობილიზებული იყო 13 ერთეული სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, იწვოდა დაახლოებით 200 კვადრატული მეტრი ფართობი, მეორე სართული და სახურავი. იყო ხანძრის გავრცელების საშიშროება, ვინაიდან არის მჭიდრო დასახლება, მაგრამ ხანძარი დროულად იქნა ლოკალიზებული.

ხანძრის შედეგად მსუბუქად დაშავდა სამი ადამიანი, სამწუხაროდ, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, 70 წლამდე მამაკაცი. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა მამუკა ყირიმელმა.

თბილისში, კიევის ქუჩაზე ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელი სასტუმროდ იყო გადაკეთებული და ხანძრის დროს შენობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.