თბილისში, კიევის ქუჩაზე ხანძარია.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი უკიდია საცხოვრებელი სახლის სახურავსა და მეორე სართულს.
ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელი სასტუმროდ იყო გადაკეთებული და ხანძრის დროს შენობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მათივე ცნობით, ერთ-ერთი ტურისტი მსუბუქად დაშავდა და სასწრაფო დახმარების ავტომობილით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის, ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, ადგილზე ექვსი სახანძრო ჯგუფი მუშაობს.